Posts

ყველაზე მეტად ამტანი ოთახის მცენარეები

Image
  ყველაზე მეტად ამტანი ოთახის მცენარეები მარტივი ოთახის მცენარეები, ნაკლები მოვლა. მარტივი არ არის იმის ცოდნა, თუ ოთახის რომელი მცენარეა ყველაზე მეტად ამტანი. მანამ სანამ თქვენ შეიძენთ მცენარეს, გირჩევთ აუცილებლად გაიგეთ, თუ როგორ პირობებს მოითხოვს ესა თუ ის მცენარე და შემდგომ იყიდეთ, რადგან ეს თქვენ დაგიზოგავთ როგორც დროს, ასევე ფინანსებს. იმისთვის, რომ უფრო გაგიადვილდეთ სამომავლოდ თქვენთვის მცენარეების შერჩევა, ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ოთახის 8 მცენარეს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა პირობებში არსებობა. რაც მთავარია, ამ მცენარეების მოვლა მარტივია და შეუძლიათ იარსებონ დიდი ხნით ყურადღების მიუქცევადაც კი.  საუკეთესო მცენარეები დამწყებებისთვის.  მშრალი თუ ტენიანი ნიადაგი მშრალი ნიადაგის მოყვარული მცენარეები         1.  კაუჩუკოვანი ფიკუსი (Rubber Plant - Ficus Elastica ) კაუჩუკოვან ფიკუსი არის ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარე. ჩემი ფავორიტი მცენარეა! მას ფაქტობრივად საერთოდ არ სჭირდება წყალი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ჩემს საძინებელ ოთახში მისი ცვილისმაგვარი ფოთლების შეფერილობა

როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი?

Image
  როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი ბზობის კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები სააღდგომოდ ხორბალს თესავენ. ჯეჯილს, ისევე როგორც სხვა სააღდგომო ატრიბუტებს, სიმბოლური დატვირთვა აქვს. მწვანე ფერი და თესლიდან ახალი მცენარის აღმოცენება და ჯეჯილის გაზრდა ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი მკვდრეთით აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე მოთავსებული წითელი კვერცხი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა. ჯეჯილის დასათესად დაგჭირდებათ: თეფში / კონტეინერი ბამბა ან მიწა ხორბლის მარცვლები წყალი მზე არსებობს ჯეჯილის გაზრდის ორი გავრცელებული ფორმა. პირველი, ბამბით და მეორე, მიწაზე. გირჩევთ ხორბლის მიწაზე დათესვას, რადგანაც ბამბაზე დათესილს დროის გასვლის შემდეგ სუნი უჩნდება.  1) თეფში / ქოთანი  - თუკი თქვენ მაინც ამჯობინებთ ჯეჯილის ბამბაზე გაზრდას, მაშინ სამზარეულოდან შეარჩიეთ ლამაზი თეფში. ხოლო, თუკი ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება თიხის ან მეტალის კონტეინერში გაზრდილი მწვანე ჯეჯილი. თუ მაინცდამაინც არ გაქვთ მეტალის ან თიხის კონტეინერი, ნუ დამწუხრ

7 შეცდომა, რომელსაც უშვებთ ოთახის მცენარეების მოვლისას

Image
  ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომები ოთახის მცენარეების მოვლისას სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ჩემი მცენარე მოწყენილია, ეს ჩემთვის ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დანაშაულია, და მეორე, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. როგორც ოთახის მცენარეების მოყვარულს, ხალხი ხშირად მიყვება მათი მცენარის ტრაგიკული ისტორიის შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როცა თქვენი მცენარის ფოთოლი დახრილი ან ყავისფერია, თქვენ მარტო არ ხართ. ბევრ ჩვენგანს აქვს შეძენილი მცენარე, იმიტომ, რომ უბრალოდ მოეწონათ, მაგრამ სჯობს გადახედოთ ძირითად ცნებებს მცენარეების მოვლის შესახებ მანამ, სანამ შეიძენთ ახალ მცენარეს. ქვემოთ მოცემულია ტოპ შეცდომები, რომლებიც მე მეგობრებისგან, ნათესავებისგან გამიგია: #1 – წყალი.  იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს  ბევრი  წყალი სჭირდება, სიცრუეა. #2 – განათება.  იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს სჭირდება  ბევრი  განათება, სიცრუეა. #3 – მოვლა.  იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს სჭირდება  ბევრი  მოვლა, ყურადღება და დრო, სიც

ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ

Image
  ჩემი ოთახის ტოპ 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ: ვიღაცამ მკითხა, რომელი მცენარეებია ყველაზე იოლად მოსავლელიო. თუკი თქვენ ხართ დაკავებული ან უბრალოდ არ გამოგდით მცენარეების მოვლა, მოგაწოდებთ 5 მცენარის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ მოკლავთ. ამ მცენარეების მოვლა, დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდება, ამასთანავე, ამ მცენარეებს შეუძლიათ შეეგუონ სხვადასხვა განათების პირობებსაც. 1) კაქტუსი და სუკულენტი ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ რატომ მოხვდა ჩემს ამ სიაში კაქტუსი და სუკულენტი. წყალი? არა! კაქტუსებს და სუკულენტებს შეუძლიათ წყლის შენახვა, ისევე, როგორც აქლემებს. ამ ორი ტიპის მცენარეს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერისას იპოვით. კაკტუსები და სუკულენტები იდეალურად გრძნობენ თავს განათებულ ადგილებში, ასე რომ მათთვის იდეალური ადგილი ფანჯრის რაფებია. კაქტუსი და სუკულენტი –  შეუძლიათ შეინახონ წყალი მათ სქელ ფოთლებში, რათა გადაურჩნენ მშრალ და ძალიან ნათელ პირობებს. თუკი თქვენ გავიწყდებათ რეგულარულად მცენარეების მორწყვა, კაქტუსი და სუკულენტი თქვენთვის საუკეთესო მცენარეებია. რაც უფრო სქელი

სრული სახელმძღვანელო ოთახის მცენარეების მფლობელებისთვის

Image
  გინდა მოაწყო ჯუნგლები შენს სახლში? ამ სრულ სახელმძღვანელოში მე შემოგთავაზებთ სხვადასხვა იდეას მცენარეების დიზაინისთვის, რათა გქონდეთ სახლში ჯუნგლები. მცენარეების დეკორის იდეები საჭირო ხელსაწყოები და აქსესუარები რა ფაქტორები ახდენს გავლენას მაშინ, როცა ირჩევ ახალ მცენარეს რომელი მცენარეებით უნდა დაიწყო თავდაპირველად რჩევები მოვლისთვის წარმატებები!                                         სასტუმრო ოთახი – ლონდონის ერთ–ერთი სასტუმრო 1) მცენარეების დეკორის იდეები განსხვავებულობა მთავარი გასაღებია მნიშვნელოვანი კონცეფცია სახლის ჯუნგლების შესაქმნელად არის ის, რომ მცენარეს შეუქმნათ პირობები,რომელიც მიმსგავსებული იქნება მის ბუნებრივ პირობებთან. როცა გინდა ჯუნგლების მოწყობა, განსხვავებულობა მთავარი გასაღებია, ისევე, როგორც ბუნებაში. სხვადასხვა ზომის მცენარეების კომბინაცია არის პირველი ნაბიჯი, როცა სახლის ჯუნგლების შექმნა გინდა.მაგალითად, შეიძინებ გიგანტური მცენარე, რომელსაც მოათავსებ იატაკზე და შეურიეთ მას პატარ–პატარა მცენარეებიც. სცადეთ მცენარეების სადგანი და ჩამოსაკიდებლები, რათა წარმოადგინ