ყველაზე მეტად ამტანი ოთახის მცენარეები
ყველაზე მეტად ამტანი ოთახის მცენარეები
მარტივი ოთახის მცენარეები, ნაკლები მოვლა.
მარტივი არ არის იმის ცოდნა, თუ ოთახის რომელი მცენარეა ყველაზე მეტად ამტანი.
მანამ სანამ თქვენ შეიძენთ მცენარეს, გირჩევთ აუცილებლად გაიგეთ, თუ როგორ პირობებს მოითხოვს ესა თუ ის მცენარე და შემდგომ იყიდეთ, რადგან ეს თქვენ დაგიზოგავთ როგორც დროს, ასევე ფინანსებს. იმისთვის, რომ უფრო გაგიადვილდეთ სამომავლოდ თქვენთვის მცენარეების შერჩევა, ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ოთახის 8 მცენარეს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა პირობებში არსებობა. რაც მთავარია, ამ მცენარეების მოვლა მარტივია და შეუძლიათ იარსებონ დიდი ხნით ყურადღების მიუქცევადაც კი. საუკეთესო მცენარეები დამწყებებისთვის.
მშრალი თუ ტენიანი ნიადაგი
მშრალი ნიადაგის მოყვარული მცენარეები
კაუჩუკოვან ფიკუსი არის ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარე. ჩემი ფავორიტი
მცენარეა! მას ფაქტობრივად საერთოდ არ სჭირდება წყალი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ჩემს საძინებელ ოთახში მისი ცვილისმაგვარი ფოთლების შეფერილობა მუქი მწვანეა. 3 თვის განმავლობაში ის მხოლოდ 4-ჯერ მოვრწყე. შეუნარჩუნეთ მას მშრალი ნიადაგი და აუცილებლად გაგახარებთ!
2. სანსევიერა - (Snake plant - Sanseviera)
სანსევიერა იდეალური მცენარეა დამწყებებისა და დაკავებული ხალხისათვის. ის აყვავდება სრული უყურადღებობისა და მშრალ ნიადაგში არსებობისას. ეს მცენარე დღემდე გვაქვს ოფისში უკვე 2 წელია და ფაქტობრივად არასდროს ვრწყავთ. მცენარის მოყვანილობა და შეფერილობა საოცარ ელფერს სძენს ოთახს.
3. ზამიოკულკასი (Zeezee Plant - Zanzibar gem)
იმის გამო, რომ ზამიოკულკასი ბუნებრივად გავრცელებულია აფრიკის მშრალსა და ჩრდილიან რეგიონებში, მას თითქმის არ სჭირდება წყალი. საუკეთესო მცენარეა დამწყებებისთვის, რადგან არ სჭირდება დიდძალი ყურადღება. მე პირადად ეს მცენარე მოთავსებული მაქვს მისაღები ოთახის ჩრდილიან კუთხეში. ვრწყავ 2 თვეში ერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილში მიდევს, ის მაინც ინარჩუნებს მწვანე ფოთლებს, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს ოთახს.
4. დიფენბახია (Dumb cane (Dieffenbachia)
მარტივი მცენარე, რომელსაც შეუძლია შეეგუოს ოთახის თითქმის ყველა ადგილს (ჩრდილიანიდან ნათელ არაპირდაპირ სხივებს) და სჭირდება ნაკლები მორწყვა. შეუნარჩუნეთ ნიადაგს სიმშრალე. ფოთლის მიხედვით შეგიძლიათ მიხვდეთ როდის სჭირდება წყალი ან როდის ასხამთ ზედმეტს. ფოთლები დაიწყებს ჭკნობას მაშინ, როცა წყალი შემოაკლდება, ხოლო თუკი ზედმეტ წყალს მიაწოდებთ, ფოთლები ყვითელი/ყავისფერი შეფერილობის გახდება. თუკი ასეთი შემთხვევა გექნებათ, გადაჭერით მკვდარი ფოთლები და დარწმუნდით, რომ ნიადაგი არ არის წყლით გაჟღენთილი. ისეთ შემთხვევაში, თუკი ნიადაგი სულ გაჟღენთილი ექნება წყლით, ფესვები დალპება.
გასათვალისწინებელია ასევე მცენარის მომწამვლელი წვენი. თუ გყავთ შინაური ცხოველები ან პატარა ბავშვები, მაშინ ამ მცენარის ქონას არ გირჩევთ.
5. კაქტუსი და სუკულენტი
კაქტუსსა და სუკულენტს, ალოეს მსგავსად, სჭირდებათ მშრალი მიწა. ეს მცენარეები შესანიშნავად გრძნობენ თავს წყლის გარეშე, ამიტომ ეს მცენარეები იდეალურად იქნებიან გულმავიწყ მასპინძლებთან. მორწყეთ სუკულენტები იშვიათად (თვეში ერთხელ ან ორჯერ, გააჩნია ადგილს, თუ სად გედგმებათ სუკულენტი), ხოლო კაქტუსი უფრო იშვიათად.
ტენიანი ნიადაგის მოყვარული მცენარეები
მცენარეები, მონსტერას ოჯახიდან არიან განსაკუთრებით ამტანები. მათ შეუძლიათ გაუძლონ სხვადასხვა განათებასა და ტემპერატურას. შეუნარჩუნეთ ტენიანი ნიადაგი მონსტერას, მაგრამ ასევე დასაშვებია, თუკი ნიადაგს აცდით გამოშრობას და შემდგომ მორწყავთ.
7. მარანტა (Prayer plant)
მაგიური მცენარე, რომლის ფოთლებიც ღამით იკეცება და დილით იშლება. ასეთი მოძრაობის გამო, იფიქრებთ, რომ მცენარე თითქოს ცეკვავს. შეუნარჩუნეთ ტენიანი ნიადაგი. ასევე დასაშვებია, თუკი ნიადაგს აცდით გამოშრობას და შემდგომ მორწყავთ.
8. ეშმაკის სურო (Golden pothos - Devil's ivy)
ეშმაკის სურო, იგივე ოქროსფერი ფოტოსი, ჩემი ოთახის პირველი მცენარეა და შესანიშნავად გრძნობს თავს ყოველკვირეული მორწყვის პირობებში. მას არ სჭირდება ძლიერი განათება, ამიტომ შეგიძლიათ მოათავსოთ ფანჯრიდან მოშორებით, ჩრდილიან კუთხეშიც კი. ეს მცენარე იმდენად გამძლეა, რომ თუკი გადაგავიწყდებათ პერიოდული მორწყვა, არაფერი დაშავდება. დააცადეთ ნიადაგს ბოლომდე გამოშრობა და შემდეგ მორწყეთ.
ეს ბლოგი დასრულებულია :) გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი შთაბეჭდილებები ქვემოთ კომენტარებში!
მადლობა და წარმატებები!








Comments
Post a Comment